პროგრამა ითვალისწინებს იმ ბიზნეს საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება შესაბამის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნების მიღწევას.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია შემდეგი მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.
თანადაფინანსების მოცულობა
- სააგენტოს თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 20,000 და არაუმეტეს 340,000 ლარით, თუმცა პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტზე არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.
- განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას ძირითადად განახლებადი ენერგიების მეირ, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.
- ქართული ტრადიციული, ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებისა და მომსახურებისათვის სააგენტოს თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება შემდეგი პირობებით: მინიმალური თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 1,500 ლარს, ხოლო მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს. კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების თანხიდან არაუმეტეს 25% შეიძლება გამოიყოს სახელოსნოების სარემონტო სამუშაოებისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში, დაფინანსება მოიცავს მხოლოდ სამშენებლო მასალების შეძენას, ხოლო სარემონტო სამუშაოების ხელობის ნაწილი დაფინანსდება ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხით.
ბენეფიციარის თანამონაწილეობა
- თანადაფინანსების გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის დამატებითი წყაროს არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი სახსრები პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ოდენობით.
პროგრამის ბენეფიციარი
- პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს
- პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება აქვს საკუთრებაში ან/და მიღებული აქვს იჯარით/აღნაგობით, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 წელს).
- უძრავ ქონებას, არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);
- ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და სსიპ „შემოსავლების სამსახურის მიმართ“.
- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროგრამის/პროექტის პირობები დარღვეული.