თანადაფინანსების მიღების ეტაპები
- ვებ გვერდზე რეგისტრაცია.
- განაცხადის შევსება და ბიზნეს მოდელის მომზადება.
- განაცხადის და ბიზნეს მოდელის განხილვა.
- ბიზნეს მოდელის და ბენეფიციარის მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის საგრანტო კომიტეტზე განხილვა.
- ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.
- ხელშეკრულების გაფორმება.
- თანადაფინანსების მიღება.
პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.rda.gov.ge.
ვებ. გვერდზე საკუთარ პანელში ავსებს განაცხადის ელექტრონულ ფორმას და ბიზნეს მოდელს.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ბიზნეს მოდელს განიხილავს სააგენტო.
წარმოდგენილი ბიზნეს მოდელები და დამატებით მოწოდებული ინფორმაცია განახილება პროგრამის საგრანტო კომიტეტის მიერ.
ბიზნეს მოდელის დამტკიცების შემთხვევაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია.
თანადაფინანსების მიღების ეტაპები განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტების შემთხვევაში
- ვებ გვერდზე რეგისტრაცია.
- განაცხადის და ენერგოეფექტური კომპონენტის პროექტის შევსება/განხილვა.
- განაცხადის და ენერგოეფექტური კომპონენტის დეტალური პროექტის საგრანტო კომიტეტზე განხილვა.
- ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.
- ხელშეკრულების გაფორმება.
- თანადაფინანსების მიღება.
პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.rda.gov.ge.
ვებ. გვერდზე საკუთარ პანელში ავსებს განაცხადის და ენერგო ეფექტური კომპონენტის პროექტის ელექტრონულ ფორმას. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ენერგო ეფექტური კომპონენტის პროექტს განიხილავს სააგენტო.
წარმოდგენილი განაცხადი და ენერგოეფექტური კომპონენტის დეტალური პროექტი განახილება პროგრამის საგრანტო კომიტეტის მიერ.
განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
- ელექტრონული განაცხადი და ბიზნეს მოდელი;
- პოტენციური ბენეფიციარის/უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან.
- უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ან იჯარის/აღნაგობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
- სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული იურიდიული პირის წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
- ნოტარიულად დამოწმებული დამფუძნებლების კრების ოქმი (იურიდიული პირის შემთხვევაში) თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების თაობაზე.
- ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ.
- თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა ბანკიდან/მიკრო საფინანსო ორგანიზაციიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე.
- საბანკო რეკვიზიტები.
- ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ.
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ.
- სხვა დოკუმენტაცია (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში).
- სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
- მშენებლობის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში).