შეზღუდვები

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც უკავშირდება

  • სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას (გამონაკლისის სახით დაიშვება ამ საქმიანობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიების გამოყენების პროექტები);
  • სათამაშო ბიზნესს და აზარტული თამაშებს;
  • საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);
  • საქველმოქმედო საქმიანობას;
  • ვაჭრობას.

პროგრამის ფარგლებში გაწეული დანახარჯები

  • პროგრამის ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების საბაზრო ფასი დადგენილი უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ან/და სსიპ „აკრედიტაციის ეროვნულო ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტირებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით.
  • პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხების დახარჯვა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, რაც უნდა დასტურდებოდეს საგადახდო დავალებით. წარდგენილი პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად/შესაქმნელად გაწეული ხარჯი უნდა დასტურდებოდეს გამოწერილი ზედნადებით ან/და ანგარაშფაქტურით ან/და საბაჟო დეკლარაციით ან/და მიღება-ჩაბარების აქტით (მომსახურების შემთხვევაში) ან/და ფორმა #2-ით (მშენებლობის შემთხვევაში).

პროგრამა არ ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფინანსებას

  • გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები;
  • ნებიესმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტი ან ვალი;
  • კურსთაშორის სხვაობით გამოწვეული დანაკარგი, მოსაკრებელი, ჯარიმა, საურავი და პირგასამტეხლო;
  • ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უკავშირდება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, გადაშენების პირას მყოფი სახეობების განადგურებას, ყალბ და პირატულ საქონელს;
  • სასტუმროს შექმნასთან, მშენებლობასთან, რემონტთან და სხვა დაკავშირებულ ხარჯები იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო გათვლილია 22-ზე ნაკლებ სტუმარზე და სტუმრების მისაღები ოთახების რაოდენობა ნაკლებია 10-ზე;
  • უძრავი ქონების (მათ შორის მიწის) შეძენა;
  • ადამიანური რესურსის სამსახურეობრივ მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯები;
  • საწარმოს წილების/აქციების შეძენა;
  • სატრანსპორტო საშუალების შეძენა;
  • სხვა ყველა ხარჯი, რომელიც შეზღუდულია სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
შენიშვნა: დაუშვებელია პროექტის დაფინანსება, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო/დონორი ორგანიზაციის პროგრამების/პროექტების ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება/გრანტი.

პოტენციური ბენეფიციარი ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/აქციონერი/მეპაიე ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/შემსრულებელ კომპანიაში.

ბენეფიციარი ვალდებულია

  • უზრუნველყოს თანადაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხების ხარჯვის აღრიცხვა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის და პროგრამის პირობების შესაბამისად. უზრუნველყოს სააგენტოს მიერ საველე/დოკუმენტური მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო პირობების შექმნა;
  • სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამას მონიტორინგის და კონტროლის მიზნით მიაწოდოს უტყუარი, დროული და სრული ინფორმაცია განხორციელებული პროექტის შესახებ (მათ შორის დასაქმებული პირების და საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ).
  • მისცეს შესაძლებლობა სააგენტოს ან გაეროს განვითარების პროგრამას მოამზადოს და გამოაქვეყნოს წერილობით ისტორიები, სურათები, ვიდეო მასალა დაფინანსებული პროექტის და ბენეფიციარის გამოცდილების შესახებ.
  • არ შეაფერხოს სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის ან მათ მიერ განსაზღვრულ მესამე პირის მიერ მონიტორინგისა და შეფასების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. პროექტი დასრულებულად ჩაითვლება სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთანავე.
  • პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის (რომელიც მოიცავს ფინანსურ ანგარიშგებებს) პროფილის შენარჩუნების, დასაქმებულთა რაოდენობის, გადახდილი ხელფასების, გაწეული მომსახურების ან/და წარმოებული პროდუქციის მოცულობა და შესყიდული ნედლეულის (ღირებულება და მოცულობა) შესახებ.
  • ბენეფიციარმა აღებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სააგენტოს სასარგებლოდ კომიტეტის მიერ განსაზღვრული ძირითადი საშუალებები უნდა დატვირთოს იპოთეკა/გირავნობით.